“გავიგებთ ვინ შეუკვეთა…” | ზარქუას ეჭვები Politico-ზე, სადაც ივანიშვილი “ამრევების” სიაშია

Politico-ს “ამრევების” ჩამონათვალში ივანიშვილის მოხვედრას, “ოცნების” დეპუტატი ზარქუა “შეკვეთილს” უწოდებს და თავის ეჭვებს გამოთქვამს -“სულ ცოტა ხანი მოვითმინოთ, რამდენიმე კვირა და გავიგებთ ვინ შეუკვეთა”- ამბობს ზარქუა. მისი აზრით, ივანიშვილი “ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული”. ზარქუას ისიც ჰგონია, რომ გავლენიანი გამოცემებისთვის ნებისმიერი შინაარსის სტატიების დაკვეთა შეიძლება:
“ხელი დაადეთ ჟურნალში, დავაფინანსებ და თქვენზე გამოვაცხობ ისეთ სტატიას, აიი, რო შეიძლება თვითონ დაიჯეროთ…არ გამოვრიცხავ მათ შორის, ესენი იყვნენ ფასიანი ლობისტები კუბილიუსები, ფოტიგები, რა გვარია, რაისას რო ვეძახით, რასა… [იუკნევიჩიენე]” ამბობს ზარქუა.
გამოცემა Politico-ს რეიტინგი ცნობილია. გამოცემამ სია სამ ძირითად კატეგორიად დაყო: “აღმასრულებლები”, “ამრევები” და “მეოცნებეები”.
თითოეულ კატეგორიაში ცხრა ადამიანია. “ამრევების” კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა ს პირადი ბანკირი,
ს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა. ამ კატეგორიის სიაში მოხვდა , რომელსაც გამოცემა ოლიგარქად მოიხსენიებს.
პოლიტიკოს გამოკითხვით წლის მეოცნებე, ადამიანი რომელიც ცვლის ისტორიას – ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ა.
იხილეთ:
· Politico-მ ზელენსკი ევროპაში ყველაზე გავლენიან ფიგურად “მეოცნებეების” კატეგორიაში აღიარა | ნახეთ სია