დაუშვილი: არავითარი მოლაპარაკება არც მიმდინარეობდა და არც მიმდინარეობს ლელოსთან

არავითარი მოლაპარაკება არც მიმდინარეობდა და არც დღეს მიმდინარეობს ლელოსთან, ეს შემიძლია გითხრათ ძალიან მკაფიოდ, ძალიან ცალსახად, არავითარი ასეთი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ეს ერთი…
ჩვენ ამ პროცესს ძალიან პრაგმატულად და პრაქტიკულად ვუყურებთ. ხომ ვხვდებით, რომ დღეს ოცნება და ნაცმოძრაობა ცდილობენ, რომ ეს პოლიტიკური ცხოვრება, პოლიტიკური სივრცე იყოს მაქსიმალურად რადიკალური, მაქსიმალურად დაპირისპირებაზე ორიენტირებული, იმიტომ, რომ საერთოდ, მე ვხედავ უკვე და ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ოცნება და ნაცმოძრაობა არიან პარტნიორები, ისინი ძალაუფლებაში ერთმანეთს ავსებენ და აცოცხლებენ.
ამიტომ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მეტი პოლიტიკური ძალა არსებობდეს, განსაკუთრებით შემდეგი მოწვევის პარლამენტში, რომელიც არ იქნება არც ნაცმოძრაობა და არ იქნება არც ოცნება…
რა თქმა უნდა, [ეს არის გზავნილი] არამხოლოდ ლელოსთვის, ეს მკაფიოდ მინდა გავიგოთ, ეს არის გზავნილი ყველასთვის.