“უკრაინას გადაწყვეტილი აქვს აღადგინოს კონტროლი საზღვარზე 1991 წლის ფარგლებში და არ წავა რაიმე კომპრომისზე რუსეთთან”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომამდე განაცხადა.
“ჩვენი სტრატეგიული მიზანი – 1991 წლის საზღვარზე კონტროლის აღდგენა – უცვლელი რჩება და არაფერი შეგვიშლის ხელს მის განხორციელებაში. ადამიანებმა, ვინც ამას გვთავაზობენ, უპირველეს ყოვლისა, იგივე უნდა შესთავაზონ თავიანთ მთავრობებს – მისცეს ვინმეს თავისი ტერიტორიის ნაწილი, თავისი ხალხი. დაე, გააკეთონ ეს და ვნახოთ, იქნება თუ არა შესაძლებელი ამაზე საუბარი”, – განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ესმის მოსაზრებები “რუსეთთან შეთანხმებასა” და “დათმობებზე”, მაგრამ ამის შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა.
მან ასევე გაიმეორა თავისი მოწოდება შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა ქვეყნების მიმართ, დაეხმარონ უკრაინის შეიარაღების მიწოდებაში.