პრემიერ-მინისტრს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს, როლს და იმ სარგებელს, რომელიც საქართველომ შეიძლება მოუტანოს ევროკავშირს

პრემიერ-მინისტრს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს, როლს და იმ სარგებელს, რომელიც საქართველომ შეიძლება მოუტანოს ევროკავშირს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ექნება შესაძლებლობა, სხვა ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელოს იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ევროკავშირს და ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აძლევს ევროპულ ოჯახს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში 50-მდე ლიდერი მონაწილეობს და პრემიერ-მინისტრს ასევე ექნება კოლეგებთან კომუნიკაციის კარგი შესაძლებლობა.
„18 ივლისს იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში, სადაც იმართება ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მორიგი სხდომა. აღნიშნული პლატფორმა იქნა შექმნილი პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და ეს არის დამატებითი პლატფორმა, შესაძლებლობა და მექანიზმი, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, რათა მოხდეს მსჯელობა იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ზოგადად, ევროკავშირს, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ამ ქვეყნებისთვის. საქართველო პირველად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით იღებს მონაწილეობას ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სხვა ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელოს იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ევროკავშირს და ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აძლევს ევროპულ ოჯახს. მრგვალი მაგიდა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის თემატიკაზე. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ,რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ შეასრულოს განსაკუთრებული როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს, როლს და იმ სარგებელს, რომელიც საქართველომ შეიძლება მოუტანოს ევროკავშირს. ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობაა, წარმოჩინდეს ჩვენი ქვეყანა. პრემიერ-მინისტრს ასევე ექნება კოლეგებთან კომუნიკაციის კარგი შესაძლებლობა. როგორც ცნობილია, 50-მდე ლიდერი მონაწილეობს ამ პლატფორმაში დაიქნება დისკუსიები ყველა აქტუალურ თემაზე, მათ შორის, უკრაინის, მიგრაციის საკითხებზე და ევროკავშირის გაფართოება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
Next: ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა დღეს ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს განცალკევება კანდიდატი ქვეყნების და ეს პროცესი სამივე ქვეყნისთვის ერთნაირად უნდა მიმდინარეობდეს

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს