“ლელო”, “ანა დოლიძე – ხალხისთვის” და მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანდებიან

პარტიები “ლელო”, “ – ხალხისთვის” და მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანდებიან. ოპოზიციური გაერთიანების პრეზენტაცია 17 ივლისს, თბილისში, ევროპის მოედანზე გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას “ლელოს” ლიდერმა მ, მასთან ახლადგაერთიანებულ თანამებრძოლები წარადგინა, პარტია “ხალხისთვის” ლიდერს ანა დოლიძეს და მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” ლიდერს, ლევან ცუცქირიძეს ხელი ჩაჰკიდა და თქვა: “ასე ერთობით დავიწყებთ მოღვაწეობას”.
“ყოველგვარი გადამეტების გარეშე, 26 ოქტომბრის არჩევნები წყალგამყოფია – ან ვიქნებით ჭაობში და ვიქნებით ოკუპანტის უღლის ქვეშ, ან ვიქნებით თავისუფალ სამყაროში ღირსეულად, იქ სადაც ჩვენი ქართველობა, ჩვენი მოქალაქეობა, ჩვენი დროშა და გერბი იქნება ძალიან მაღლა აწეული. ამისთვის ერთი რამაა საჭირო და ამას ჰქვია ერთობა”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მათ შორის არსებული ბევრი განსხვავებების მიუხედავად, კოალიციაში აქვთ საერთო ღირებულებები:
“დღეს დაიბადა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პოლიტიკური ოჯახი, ქართული პოლიტიკური ლანდშაპტის შუაგულში, ის, რასაც ქართველი ამომრჩეველი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა და მოითხოვდა. ჩვენ უნდა დავასრულოთ, ცინიზმის, ზიზღის, შურის, შეურაცხყოფის ეპოქა ქართულ პოლიტიკაში…. უნდა დავასრულოთ ტყუილის და მლიქვნელობის ეპოქა… მესამე – უნდა დასრულდეს ერთპარტიულობა და დამყარდეს მრავალპარტიულობა”.
განახლებადი
ფორუმი