ევროპარლამენტმა რუსეთში სტუმრობისთვის დაგმო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა განცხადება, რომელიც გმობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს რუსეთში ბოლოდროინდელი ვიზიტის გამო. დოკუმენტი ორბანის მოსკოვში ვიზიტს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრინციპების უხეშ დარღვევას უწოდებს. ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვიზიტი ორბანის პირადი ინიციატივა იყო და ის არ წარმოადგენდა ევროკავშირის ინტერესებს.

ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ უნგრეთი, როგორც ევროკავშირის ქვეყანა, უნდა დაისაჯოს მოსკოვში მისი ხელმძღვანელის ვიზიტისთვის, რომელიც არ იყო კოორდინირებული ევროკავშირთან.
ივლისის დასაწყისში გამოუცხადებელი ვიზიტით იმყოფებოდა კიევსა და მოსკოვში. ის უკრაინის პრეზიდენტს ს და ს პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მის ვიზიტებს “სამშვიდობო მისია” უწოდა და ისაუბრა ბუდაპეშტის შესაძლო შუამავლობაზე რუსეთსა და ს შორის მოლაპარაკებებში,.
მაგრამ სახელმწიფოს მეთაურებთან შეხვედრების შემდეგ ორბანმა აღიარა, რომ პუტინის და ზელენსკის ფაქტობრივად შეურიგებელ პოზიციებზე დგანან.
ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას და რომ სანამ ომი მიმდინარეობს, ევროკავშირი სტაბილურად დაუჭერს მხარს უკრაინას. დეპუტატებმა გაიხსენეს, რომ ორბანსა და პუტინს შორის მოლაპარაკებიდან სამი დღის შემდეგ რუსმა ჯარებმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს ს “ახმატდეტის” ბავშვთა საავადმყოფოზე და ორ კერძო სამედიცინო ცენტრზე. იმ დღეს კიევში განხორციელებული იერიშის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვი.
ვიქტორ ორბანის მოსკოვსა და პეკინში მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკომისიამ ბოიკოტი გამოუცხადა უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტი. ისინი მონაწილეობას არც ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებში მიიღებენ.

ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილება 15 ივლისს, ღამით გამოაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა ერიკ მამერმა.

მისი ინფორმაციით, უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ევროკომისია წარმოდგენილი იქნება მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელეებით მხოლოდ საბჭოს არაოფიციალურ სხდომებზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ