ბელარუსი ევროპის 35 ქვეყნისთვის 90-დღიან უვიზო რეჟიმს აწესებს

ბელარუსი ევროპის 35 ქვეყნის, მათ შორის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მოქალაქეებისთვის 90-დღიან უვიზო რეჟიმს აწესებს.
ახალი პოლიტიკის თანახმად, რომელიც ძალაში პარასკევს, 19 ივლისს უნდა შევიდეს, აღნიშნული სახელმწიფოების მოქალაქეები ბელარუსში შესვლას და ქვეყანაში დარჩენას 90 დღის განმავლობაში უვიზოდ შეძლებენ.
აქამდე, ამ ქვეყნების მოქალაქეებს ბელარუსში ჩასვლა მხოლოდ მინსკის აეროპორტის გამოყენებით შეეძლოთ, ქვეყანაში გაჩერება კი მხოლოდ 30 დღით.
ბელარუსს 90-დღიანი უვიზო რეჟიმი უკვე აქვს მეზობლებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ლიტვასთან, ლატვიასთან და პოლონეთთან. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში ლატვიამ ბელარუსში რეგისტრირებული სამგზავრო მანქანების შესვლა თავის ტერიტორიაზე აკრძალა, რაც ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის ნაწილია.
მინსკი დასავლეთის სანქციების ქვეშაა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირემ, ნება დართო რუსეთს ბელარუსის ტერიტორია ში ომის წარმოებისთვის გამოეყენებინა. როგორც Reuters-ი წერს, მინსკის გადაწყვეტილება შესაძლოა დასავლეთთან დაძაბულობის შემცირების სურვილით იყოს განპირობებული.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ლუკაშენკომ უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან სამხედროების გამოყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ მან ლუნინეცკის რაიონში სამხედროებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინელებთან ახლა საზღვარზე დაძაბული ვითარება არ აქვთ და იმედოვნებს, რომ არც ექნებათ.