დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით აშშ-ის საიდუმლო სამსახურის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით -ის საიდუმლო სამსახურის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ს მკვლელობის მცდელობის შემდეგ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექტორმა შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიების მიზანია, შეაფასოს შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის მუშაობა 13 ივლისს პენსილვანიაში, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, სადაც ტრამპზე თავდასხმა მოხდა. დაკონკრეტებული არ არის, როდის დაიწყო გამოძიება. ინციდენტის შემდეგ გაჩნდა კითხვები, როგორ შეძლო მსროლელმა სახურავზე ასვლა, საიდანაც ყოფილი პრეზიდენტი ჩანდა.
აშშ-ის საიდუმლო სამსახური, რომელსაც დაახლოებით 7,800 წევრი ჰყავს, პასუხისმგებელია პრეზიდენტების, ვიცე-პრეზიდენტების, მათი ოჯახის წევრების, ყოფილი პრეზიდენტების, მათი მეუღლეებისა და 16 წლამდე არასრულწლოვანი ბავშვების, ისევე როგორც რამდენიმე სხვა სამთავრობო მოხელეების დაცვაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში