ჩვენ თანასწორად ვესაუბრეთ მსოფლიოს, ჩვენი პატრიოტი მოქალაქეებისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირველად იგრძნეს ქვეყნის სუვერენიტეტი და წლის ბოლოს შედეგი დავდეთ – კანდიდატის სტატუსი მივიღეთ

ჩვენ თანასწორად ვესაუბრეთ მსოფლიოს, ჩვენი პატრიოტი მოქალაქეებისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირველად იგრძნეს ქვეყნის სუვერენიტეტი და წლის ბოლოს შედეგი დავდეთ – კანდიდატის სტატუსი მივიღეთ
ჩვენ თანასწორად ვესაუბრეთ მთელ მსოფლიოს, ჩვენი პატრიოტი მოქალაქეებისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამდენი წლის განმავლობაში პირველად იგრძნეს ქვეყნის სუვერენიტეტი და წლის ბოლოს ჩვენ შედეგი დავდეთ, როგორც დავპირდით მოსახლეობას – კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ოპოზიციის წარმომადგენლები კაბინეტიდან კაბინეტში დადიოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, საშინელ დასკვნებს აგზავნიდნენ „ენჯეოს“ სექტორის წარმომადგენლები და გვაყვედრიდნენ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში კანდიდატის სტატუსს ვერ ავიღებთ, რადგან ის თანასწორად ელაპარაკება ევროპასაც და ამერიკასაც და ამის უფლება როგორ აქვსო“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი