ოთარ შამუგია – წელს, როგორც ხორბლის მოსავლიანობის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს

ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილის მარცვლეულის საშრობი მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დაათვალიერეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფერმერმა 3300 ტონა წარმადობის მქონე ინფრასტრუქტურის შექმნისათვის, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა; სესხის თანხა 900,000 ლარს აჭარბებს.
„სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს. 300-ზე მეტი შემნახველი მეურნეობა დავაფინანსეთ – მოხდა განახლებაც და ახალი მეურნეობების მშენებლობაც. ფერმერებს, პირველადი პროდუქციის მოყვანის პროცესშიც ვეხმარებით. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით, საბრუნავი სახსრებისთვის, ბანკებიდან საჭირო თანხის აღებას 9 %-ის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთით ვუფინანსებთ. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ასევე, დაზღვევის კუთხით გავზარდეთ ფართობები და მარცვლეულის მწარმოებელ ფერმერს 100 ჰა-მდე ფართობის დაზღვევა შეუძლია. ყველა ეს მხარდაჭერა ემსახურება მიზანს, რომ ხორბლის მწარმოებლებს ჰქონდეთ საშუალება, გაზარდონ საჰექტარო მოსავლიანობა, რაც პირდაპირ აისახება თვითღირებულებაზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესია გაიზარდოს ხარისხი. წელს, როგორც მოსავლიანობის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სამინისტროს განმარტებით, აღსანიშნავია, რომ მოსავლის აღების პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია მოსავლის ამღები ტექნიკა, მათ შორის, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 30 ერთეული კომბაინი.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2024 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის 16 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 419 შეღავათიანი სესხია გაცემული.
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამით, 52 ბენეფიციარს დაუფინანსდა 53 კომბაინის შეძენა, სახელმწიფო თანადაფინანსება 7,4 მლნ ლარია.
მარცვლეულის შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით 29,2 მილიონი ლარის 353 სესხია გაცემული, მათ შორის კახეთის რეგიონში 19 მლნ ლარის ღირებულების 313 სესხი.“-ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საია-ს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – სამართლებრივი ბრძოლა არ შეგვწყვეტია – სხვა მექანიზმებსაც გამოვიყენებთ, რომელიც საბოლოოდ მიიყვანეს ქვეყანას იქამდე, რომ რუსული კანონი გაუქმდება

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნება“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

DRI – განსაკუთრებით აგრესიული გახდა რუსეთის შეუნიღბავი ანექსიური პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ – მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ ფორმალური კრიტიკული შეფასება არასაკმარისი და არაეფექტიანია

ანა წითლიძე – ენგურჰესის დირექტორი თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს ართმევს და რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე, რათა დევნილებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ – გვაქვს მტკიცებულებები