„ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივნის მოადგილე ალექსანდრე კრევო-ასათიანი კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივნის მოადგილე ალექსანდრე კრევო-ასათიანი რესპუბლიკური პარტიის კონგრესის ფარგლებში კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათი ცნობით, რესპუბლიკურ ეროვნულ ყრილობაზე აქტიურ მონაწილეობას იღებს პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქავთარაძე და საგარეო მდივნის მოადგილე ალექსანდრე კრევო-ასათიანი. ისინი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ რესპუბლიკელთა ეროვნულ ყრილობაზე, რომელიც 14-18 ივლისს მილუოკიში, ვისკონსინის შტატში იმართება.
„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობას საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის, კონსერვატიული პარტიების გლობალური ალიანსის საერთაშორისო დამკვირვებელთა დელეგაციის შემადგენლობაში ესწრება.
ვიზიტის ფარგლებში, პარტიის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ და მაღალი რანგის პოლიტიკოსებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და მოახლოებულ არჩევნებზე ესაუბრებიან; კონგრესმენი ადერჰოლტი ჰელსინკის კომისიის თვალსაჩინო წევრი და ჯგუფის წევრია, რომელიც გამოყოფს თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტს. ის კონგრესშია 1997 წლიდან და საქართველოს ორჯერ ეწვია. ჯერ კიდევ 2023 წელს მან პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერდა ქართული დემოკრატიას რუსული გავლენის წინააღმდეგ.
კრევო-ასათიანმა საქართველოში არსებული ვითარება განმარტა, განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმები. მან კონგრესმენი საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვია. კრევო-ასათიანმა კონგრესმენს ყოფილი პრეზიდენტის, ს გზავნილი გადასცა, რომელიც მას სთხოვდა, რომ საქართველოს თავისუფლების საკითხი -ს დღის წესრიგში ყოფილიყო“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საია-ს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – სამართლებრივი ბრძოლა არ შეგვწყვეტია – სხვა მექანიზმებსაც გამოვიყენებთ, რომელიც საბოლოოდ მიიყვანეს ქვეყანას იქამდე, რომ რუსული კანონი გაუქმდება

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნება“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

DRI – განსაკუთრებით აგრესიული გახდა რუსეთის შეუნიღბავი ანექსიური პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ – მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ ფორმალური კრიტიკული შეფასება არასაკმარისი და არაეფექტიანია

ანა წითლიძე – ენგურჰესის დირექტორი თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს ართმევს და რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე, რათა დევნილებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ – გვაქვს მტკიცებულებები