გიორგი ვაშაძე – გვაქვს მარტივი არჩევანი, გვინდა დაპირისპირება, რასაც ივანიშვილი და მისი პარტია გვპირდება, თუ ერთიანობა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ

საქართველოს მოქალაქეს მეტი შემოსავალი, მეტი ღირსეული სამუშაო ადგილი, დაცული და უზრუნველი მომავალი უნდა შვილებისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერმა მ განაცხადა.
მისი განმარტებით, ძალა, რომელიც კვლავ ძალადობას და ახალ დაპირისპირებებს გვპირდება, არ შეიძლება იყოს ხელისუფლება.
„ქართული ოცნება” ყოფს და კვლავ აპირისპირებს საზოგადოებას, ჩვენ ვაერთიანებთ. ამიტომ გვაქვს მარტივი არჩევანი, გვინდა დაპირისპირება, რასაც ივანიშვილი და მისი პარტია გვპირდება, თუ ერთიანობა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ. დავსვათ კითხვა, რა მოუტანა „ოცნების“ 12-წლიანმა მმართველობამ საქართველოს? ქვეყანა უფრო გააღარიბა, კიდევ უფრო მეტმა ქართველმა დატოვა ოჯახი, ხელისუფლებამ ზურგი შეაქცია პარტნიორებს და საქართველო მოექცა იზოლაციაში.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ბიძინა კი, კვლავ დაპირისპირებასა და ძალადობას გვთავაზობს. ეს არ არის გზა განვითარებისკენ. საქართველოს მოქალაქეს უნდა მეტი შემოსავალი, მეტი ღირსეული სამუშაო ადგილი, დაცული და უზრუნველი მომავალი შვილებისთვის. ერთიანობით, გუნდური თამაშით შეგვიძლია მივაღწიოთ ამას და გავიმარჯვოთ! ძალა, რომელიც კვლავ ძალადობას და ახალ დაპირისპირებებს გვპირდება, არ შეიძლება იყოს ხელისუფლება“, – განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება