ბელგიამ და უკრაინამ აღდგენის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ბელგიამ და მ აღდგენის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური საინფორმაციო სააგენტო Belga ავრცელებს.
შეთანხმებას, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში 150 მილიონი ევროს ინვესტიციას ითვალისწინებს, ხელი ბელგიისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა, ალექსანდრე დე კროომ და დენის შმიგალმა მოაწერეს.
ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სკოლებში კომფორტული თავშესაფრების მოწყობას მოიცავს.
ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანია „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს.