პარლამენტში, ხვალ, საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმენენ

ხვალ, პარლამენტში, საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმენენ.
გაბიტაშვილის მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება, რის შემდეგაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის არჩევის საკითხი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გავა.
საპროკურორო საბჭოში გამართული გასაუბრების შედეგად, გაბიტაშვილმა 11 ხმა – საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე მეტის მხარდაჭერა მიიღო.
ექვსი წლის ვადით, ახალი გენერალური პროკურორის ასარჩევად პარლამენტის 76 დეპუტატის ხმაა საჭირო

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის