მედიაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინაში რუსეთის მე-14 არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი მოკვდა.
ინფორმაცია ზავადსკის სიკვდილის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა, ანატოლი შტეფანმა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას დადასტურება სჭირდებოდა. შემდეგში პოლკოვნიკმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე ცნობა დაადასტურა. შტეფანი ეყრდნობა პრორუსული მედიებს, რომელთა ცნობებშიც ნათქვამია, რომ გენერალ-მაიორი ზავადსკი 28 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:30-ზე ნაღმზე აფეთქდა.
რუსი გენერალ-მაიორის სიკვდილის შესახებ ცნობა გავრცელდა ტელეგრამ-არხ Не жди меня из Украины-ზეც, სადაც უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების ვინაობები და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია ყოველდღიურად ქვეყნდება.