ირაკლი ქადაგიშვილი – ასარჩევია: გვინდა მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა, ღირსება და ამით შესვლა ევროპაში თუ გვინდა ისევ ტრაგედია, რომელიც იქნება ვიღაც აქტორების მხრიდან ტაშდაკრული, რაც ქვეყანას უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს

ასარჩევია: გვინდა მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა, ღირსება და ამით შესვლა ევროპაში თუ გვინდა ისევ ტრაგედია, რომელიც იქნება ვიღაც აქტორების მხრიდან ტაშდაკრული, მაგრამ სინამდვილეში საქართველოს ათეული წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” ნიშნავს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, კეთილდღეობას, ღირსებას და ევროპისკენ სვლას.
„არჩევანის გაკეთება საზოგადოებისთვის ნათელია, რადგან სწორედ “ქართული ოცნება” ნიშნავს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, კეთილდღეობას, ღირსებას და ევროპისკენ სვლას. “ნაციონალური მოძრაობა” და მისი დანაყოფები ის პოლიტიკური ძალები და რადიკალები არიან, რომლებიც თვალნათლივ მოუწოდებდნენ საქართველოს ს წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში, სანქცირებული მებრძოლების გაგზავნაში და რუსეთთან ისეთი ტიპის კონფრონტაციაში შესვლაში, რაც 2008 წელზე კიდევ უფრო მძიმე ვითარებას შექმნიდა საქართველოში. გამომდინარე აქედან, ასარჩევია: ჩვენ გვინდა მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა, ღირსება და ამით შესვლა ევროპაში თუ გვინდა ისევ ტრაგედია, როგორიც იქნება ვიღაც აქტორების მხრიდან ტაშდაკრული, მაგრამ სინამდვილეში საქართველოს ათეული წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ვინც მშვიდობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სწორედ ისინი არიან, ვინც საქართველოს წუთიერი, მათი პოლიტიკური მიზნების მიღწევის გამო ომისკენ უბიძგებდნენ.
„ოპოზიციის მთელი მზაკვრობა იმაშია, რომ [მათთვის] მშვიდობაზე საუბარი ხალხის მოტყუებაა – ასე გამოდის მათი მხრიდან. მათ არ ახსოვთ და მოხდა 2008 წელს? ჩვენ ვერ ვუყურებთ იმას, რა ხდება დღეს, სამწუხაროდ, ში? ამიტომ, მშვიდობა ეს ის არის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ალტერნატივა არ გააჩნია. და ვინც მშვიდობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სწორედ ისინი არიან, ვინც საქართველოს წუთიერი, მათი პოლიტიკური მიზნების მიღწევის გამო ომისკენ უბიძგებდნენ. გახსოვთ 2008 წლის წინაისტორია როგორი იყო? როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ერთი მეორეზე უდიდესი შეცდომები და დანაშაულები ჩაიდინა, როდესაც საპრეზიდენტო გაყალბებით მოიღო, საზოგადოება კატეგორიული წინააღმდეგი იყო და თავისი პროვოკაციული ქმედებებით მივიღეთ 2008 წელი – რუსული აგრესია საქართველოში. ეს არის სწორედ, როდესაც პოლიტიკური პროვოკატორები პოლიტიკური მიზნის გამო ქვეყანას სწირავენ. “ქართული ოცნება” კი ის ხელისუფლებაა, რომელიც პროვოკატორების ცილისწამებას არ აჰყვა და ქართველი ერის და ჩვენი სახელმწიფოს გრძელვადიანი, შორს მიმავალი და ფუნდამენტური ინტერესები დაიცვა და ეს ინტერესები სწორედ მშვიდობაა”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, “ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რა წინდაუხედავ და პროვოკაციულ პოლიტიკას ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლება, რამაც რუსეთს ამ აგრესიის განხორციელება გაუადვილა”.
“ომის დამნაშავე და აგრესიის წყარო რუსეთის ფედერაციაა – ეს უპირობო მოცემულობაა, რასთან დაკავშირებით სამი სასამართლო პროცესი საერთაშორისო სასამართლოებში “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მოიგო. აქ საუბარი სხვა რამეზეა – პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკის წარმოებაზე, რამაც შესაძლებელი გახადა რუსეთის მხრიდან აგრესიის განხორციელება. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რა პოლიტიკას ატარებდა, რა წინდაუხედავ და პროვოკაციულ პოლიტიკას ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლება, რამაც რუსეთს ამ აგრესიის განხორციელება გაუადვილა”- განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, მონობასა და ღირსებას, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, შესაბამისად, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს დაუჭერს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას.