გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია – მათი გუშინდელი ძვირადღირებული შეხვედრა იყო საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, „ვაი, დავმარცხდით და რა გვეშველება“

12 წელია ივანიშვილი ზიზღისა და დაპირისპირების რიტორიკით მართავს ამ ქვეყანას; 12 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, 12 წლის თავზე, ბოლომდე, სრულად შეწყვიტეს ევროინტეგრაციის პროცესი – „ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გუშინ „ქართული ოცნების“ შეკრება იყო წაგების შეკრება.
„გუშინ ისევ დაპირისპირებისკენ მიდრეკილი განცხადებები ჰქონდათ, ანტიდასავლური გზავნილები. მინდა პირადად ირაკლი ს ვკითხო – ხელში მიჭირავს ასამდე პროექტის ჩამონათვალი, ჯამური ღირებულებით 10 მლრდ ლარი. ამ პროექტებს შეგვიძლია ვუწოდოთ მეგა, მასშტაბური პროექტები, რომელიც ფინანსდება ევროპული და ამერიკული თანხებით. ეს პროექტები ქმნიან დაახლოებით 100 ათასამდე სამუშაო ადგილს. გეკითხებით, ამ რიტორიკით, რომლითაც გუშინ გამოხვედი, როცა ქვეყანა იქამდე მიიყვანე, რომ შეწყვეტილია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა, ეს დაფინანსება რომ გაჩერდეს, რას აპირებ? ამ 10 მლრდ ლარზეც უარს ამბობთ? გინდათ, რომ აღარც გზა გაკეთდეს ქვეყანაში, აღარც ინტერნეტიზაცია მოხდეს? რომ გამდიდრდით და 18 მლნ დოლარიან ოფისში რომ დასხედით, ასე რომ არ ცხოვრობს ქვეყანა? ნუ გაურბიხარ პასუხს. ყველა ამ პროექტს ემუქრება საფრთხე. საიდან მოვა ეს თანხა, როცა ამ დაფინანსებას ევროპული და ამერიკული ფონდები გააჩერებენ? 26 ოქტომბერი არის, მათ შორის, არჩევანი დაპირისპირება თუ ერთიანობა. გუშინდელი 18 მილიონ დოლარიან შენობაში შეკრება, ეს იყო წაგების შეკრება. როგორი დამწუხრებულები ისხდნენ, როგორი მძიმე სიტუაციაში არიან, ვხედავთ. როდემდე შეიძლება, რომ ქვეყანა დაპირისპირებაში აცხოვრო?! რა გააკეთეს 12 წლის განმავლობაში? პირველად საქართველოს ისტორიაში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი სრულად შეჩერებულია, წყდება დაფინანსებები, დავკარგავთ სამუშაო ადგილები. თვითონ გამდიდრდნენ, ხალხი გააღარიბეს. 12 წელია ამ ზიზღის და დაპირისპირების რიტორიკით მართავს ივანიშვილი ამ ქვეყანას; 12 წლის განმავლობაში გააღარიბეს ხალხი, უკიდურესად გამდიდრდნენ თვითონ; 12 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, დემოგრაფიულ კატასტროფაში მიგვიყვანეს და 12 წლის თავზე ბოლომდე, სრულად შეწყვიტეს ევროინტეგრაციის პროცესი.
გაგვახსენდა „ცისფერი მთები ანუ ტიანშანი“ – სანამ გრენლანდია თავში დაგვეცემა, უნდა გავიტანოთ გრენლანდია. „ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია. გუშინდელი მათი ძვირადღირებული შეხვედრა იყო საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, “ვაი, დავმარცხდით და რა გვეშველებაო“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ