გია ჯაფარიძე – ტრაგიკულია, როცა 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ებრძვი ისევ იმ პარტიას, რომელიც 12 წლის წინ დაამარცხე – გუშინ დადასტურდა, რომ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა და 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მარცხდება

ტრაგიკულია, როცა 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ებრძვი ისევ იმ პარტიას, რომელიც 12 წლის წინ დაამარცხე – ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ ახალი ოფისის გახსნაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ს მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებას განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ დადასტურდა, რომ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა და 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მარცხდება.
„ეს იყო უკვე დამარცხებული პარტიის შეკრება. ჩვენზე კარგად აცნობიერებენ, რომ 26 ოქტომბერს ისინი ხელისუფლებას ტოვებენ და გადადიან ოპოზიციაში. ტრაგიკულია, როცა 12 – წლიანი მმართველობის შემდეგ, ებრძვი ისევ იმ პარტიას, რომელიც 12 წლის წინ დაამარცხე. კიდევ უფრო ტრაგიკულია ის, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მომხრეების მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დადანაშაულება კიდევ ერთხელ მოხდა. გუშინ დადასტურდა, რომ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა და ჩვენ 26 ოქტომბერს დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“.
ივანიშვილმა გაიმეორა ის, რაც თქვა 29 აპრილს. 29 აპრილიდან დღემდე ახალი გზავნილი არ აქვს. იმეორებენ იმას, რასაც ამბობდნენ 12 წლის წინ. 12 წლის განმავლობაში ახალი არაფერი მოუტანიათ. დააქციეს ქვეყანა, გააღარიბეს, გააქციეს ხალხი ქვეყნიდან. 12 წლის თავზე რით ასრულებს „ქართული ოცნება“ მოღვაწეობას? – ურეკავს მოქალაქეებს და აგინებს, აშინებს, სახლებთან ხვდება ჩასაფრებით და ცემს. გაუარესებულია მდგომარეობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ფაქტობრივად, ევროპის კავშირმა და -მა საქართველოსთან ურთიერთობების საყოველთაო გადახედვა დაიწყეს. 35 წლის განმავლობაში რასაც ვაშენებდით, იმის გადახედვა ხდება დღეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ეს არის „ქართული ოცნების“ 12-წლიანი ჯოჯოხეთური მმართველობის შედეგი“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, მონობასა და ღირსებას, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, შესაბამისად, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს დაუჭერს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა.
გარდა ამისა, მისი თქმით, ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები