დონალდ ტრამპი – პუტინს ვეტყოდი: არასდროს, არასდროს შეხვიდე უკრაინაში

პუტინს ვეტყოდი: არასდროს, არასდროს შეხვიდე ში, – ამის შესახებ -ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინსა და მე ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ ომის საფრთხე არ გვემუქრებოდა. ის უკრაინაში არასდროს ჩაერეოდა. მე ვეტყოდი: არასდროს, არასდროს შეხვიდე უკრაინაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შექმნილი ვითარების გამო აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მსოფლიო „შეიძლება მესამე მსოფლიო ომში აღმოჩნდეს“.
„მე ომი არ მქონია, მე პრობლემა არ მქონია. არავითარი ომი, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გარდა. მე ისინი ძალიან მოკლე დროში დავამარცხე. მეუბნებოდნენ, რომ ამას ხუთი წელი დასჭირდებოდა, მაგრამ ცოტა დრო დამჭირდა, ჩვენ ისინი დავამარცხეთ… რუსეთს არცერთი მიწა არ წაუღია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ