მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე – გლდანის ტბაზე სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო ტბის შევსების პროცესი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, პაატა ტოგონიძის განცხადებით, გლდანის დიდ (თეთრ) ტბაზე სამუშაოები აგვისტოს თვის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო ტბის შევსების პროცესი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება.
მისივე თქმით, ტბის შევსებას რამდენიმე თვე დასჭირდება.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს გლდანის დიდი (თეთრი) ტბის შევსების სამუშაოები დაევალა. პირველ ეტაპზე კვლევა ჩატარდა. კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ტბის შევსება ბუნებრივი გზით ვერ მოხერხდებოდა. ამიტომ ტბის შევსება ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის საშუალებით მოხდება, რომელიც არის “ჯივიპის” ბალანსზე. შემუშავდა პროექტი, ასევე, პროექტი შეთანხმდა კომპანია “ჯივიპისთან” და ამ ეტაპზე, შეთანხმებული პროექტის საფუძველზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა პრაქტიკული სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები გაგრძელდება აგვისტოს თვის ბოლომდე, შემდეგ ტბის შევსება დაიწყება. ტბის შევსებაც არის ხანგრძლივი პროცესი, ეს რამდენიმე თვე გაგრძელდება”, – განაცხადა პაატა ტოგონიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები