საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო ლაბორატორიულ სერვისებზე Bხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ მე- 14 ფილიალს, 16 ივლისს, ტყიბულში გახსნის.
ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, კომპანია ტყიბულის მოსახლეობას ერთდღიან აქციას სთავაზობს. კერძოდ, 0-დან 18 წლამდე ასაკის მქონე ყველა პირი უფასოდ ჩაიტარებს რკინის, TSH-ისა და
სისხლის საერთო ანალიზის კვლევას. სხვა ნებისმიერ ლაბორატორიულ კვლევაზე კი 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება. აქციით სარგებლობისთვის ლაბორატორიაში მისვლისას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონაა საჭირო.
არ ვჩერდებით, გაფართოებას განვაგრძობთ და უახლოეს მომავალში რიგით მე-15 ფილიალს გურჯაანში გავხსნით“, – განაცხადა „მედიქალ ვორლდის ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა ლევან ქობალიამ.
ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რაც უზრუნველყოფს ანალიზების სიზუსტესა და ხარისხს.
კომპანიის ფილიალები ქვეყნის 14 ქალაქშია წარმოდგენილი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას 1000-ზე მეტი
დასახელების კვლევის ჩატარება შეუძლია. მათ შორის, გენეტიკური და ონკოლოგიური კვლევების, რისთვისაც ნიმუშები თურქეთისა და გერმანიის პარტნიორ ლაბორატორიებში იგზავნება.
შეგახსენებთ, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო, სპა და ველნეს აპარატურის იმპორტს ახორციელებს. ასევე ჰოლდინგის შვილობილია კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპანია „მედ11“.
jandacva.ge
