ბორის ჯონსონმა დონალდ ტრამპთან უკრაინის საკითხი განიხილა

ბორის ჯონსონმა დონალდ ტრამპთან უკრაინის საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.
„პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრით მოხარული ვარ. ჩვენ უკრაინის საკითხი განვიხილეთ და ეჭვი არ მეპარება, რომ ის ამ ქვეყნის მხარდაჭერისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში ძლიერი და მტკიცე იქნება“, – წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში.
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ მკვლელობის მცდელობის შემდეგ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება