I კვარტალში საქართველოს საზღვარი 3 870 070-ჯერ გადაკვეთეს – აქედან 66% უცხოელი იყო

შსს-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 19 სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან, ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა განხორციელდა სარფის საბაჟოზე, მას მოსდევს თბილისის აეროპორტი და სადახლო.
შემოსვლა-გასვლის თანაფარდობა სარფსა და სადახლოზე თითქმის იდენტურია (სხვაობა 1000-დან 2000-მდეა). თბილისის აეროპორტიდან კი გამსვლელები აჭარბებენ ქვეყანაში შემოსულებს (443 000 შემოსვლა და 457 000 გასვლა).
მე-4 ადგილზეა ყაზბეგი (214 00/241 000), მე-5-ზე ქუთაისის აეროპორტი (201 000/208 000), მე-8-ზე ს აეროპორტი (51 000/51 000).
რაც შეეხება რკინიგზას და პორტებს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გარდაბნის რკინიგზის საშუალებით 4000-4000 შემოსვლა და გასვლა დაფიქსირდა; სადახლოს რკინიგზით – 3500 და 3700; კარწახის რკინიგზაზე – 24 და 24; ს პორტით – 3800 და 3800, ბათუმის პორტით 2100 და 2200; ყულევის პორტით 600 და 560.
-ს მონაცემებით, სულ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 3 870 070 საზღვრის კვეთა განხორციელდა. აქედან უმრავლესობა – 66% უცხოელია, 34% ქართველი.