ბანანის ტვირთში, რომელიც გერმანიაში უნდა გაეგზავნათ, 6 ტონაზე მეტი კოკაინი აღმოაჩინეს

ეკვადორში სამართალდამცავების მიერ სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლებმა ბანანის ტვირთში 6.23 ტონა კოკაინი იპოვეს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტვირთის ღირებულება, რომელიც გერმანიაში უნდა გაეგზავნათ, 224 მილიონი დოლარი იქნებოდა.
CNN წერს, რომ ბანანში ტვირთში კოკაინის აღმოჩენის შემდეგ 5 ადამიანი დააკავეს. კოკაინის ამანათები საექსპორტოდ განკუთვნილი ბანანის ყუთების ქვეშ იყო დამალული.

ასევე დაგაინტერესებთ