ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში – მინისტერიალზე განხილვის მთავარი თემა უკრაინა და მისი მხარდაჭერაა

ბრიუსელში დღეს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მეორე დღეა. ვილნიუსის ნატოს სამიტის შემდეგ, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნატო-ს შტაბ-ბინაში გუშინ პირველად შეიკრიბნენ. მინისტერიალზე განხილვის მთავარი თემა უკრაინა და მისი მხარდაჭერაა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, შეხვედრაზე აქცენტი კეთდება ასევე ჩინეთის, დასავლეთ ბალკანეთისა და ღაზის სექტორთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მინისტერიალის პირველივე დღეს, იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა. უპასუხა არაბი ლიდერების ბრალდებებსაც, რომლებმაც ომთან დამოკიდებულებაში დასავლეთი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს. სტოლტენბერგის განმარტებით, უკრაინასა და ღაზაში ომი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი