გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კაკლის გადამამუშავებელი საწარმო აშშ-ის ელჩმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კაკლის გადამამუშავებელი საწარმო აშშ-ის ელჩმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
კომპანიამ საწარმოს შესაქმნელად 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500 ათასი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია.
“შპს ნათს პროცესინგი” სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით. გარდა ამისა, კომპანიამ დანადგარები და საჭირო მოწყობილობები USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დახმარებით შეიძინეს.
ამ ეტაპზე, კომპანია წარმოებულ პროდუქციას ქვეყნის შიგნით ყიდის, იგეგმება მისი ექსპორტზე გატანაც.
ავტორი: მაია გრიგოლია

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოსთვის არ არსებობს ომში მხარე, ტენდენცია, მიკერძოება. მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესი – მშვიდობით გავიაროთ ეს რთული და გარდამავალი პროცესი. არანაირი ვიზა, გრანტი და ბედნიერი მომავლის ილუზია გახდება მშვიდობის ალტერნატივა

დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს

არავინ იდარდებს არც უვიზო მიმოსვლაზე, არც მოგზაურობაზე, არც სხვადასხვა სერვისებზე და მშვიდობიანი ცხოვრების სხვა სიკეთეებზე, თუკი “დიფ სთეითმა” აღასრულა ვერაგული გეგმა საქართველოში კონფლიქტის გაჩაღებაზე