პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან − მატუშ ბუშოვსკისთან.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის არსებული წარმატებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
“ყურადღება დაეთმო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დადასტურების მოლოდინშია.
ირაკლი ღარიბაშვილმა მატუშ ბუშოვსკის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრმა ახალ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა”, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოსთვის არ არსებობს ომში მხარე, ტენდენცია, მიკერძოება. მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესი – მშვიდობით გავიაროთ ეს რთული და გარდამავალი პროცესი. არანაირი ვიზა, გრანტი და ბედნიერი მომავლის ილუზია გახდება მშვიდობის ალტერნატივა

დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს

არავინ იდარდებს არც უვიზო მიმოსვლაზე, არც მოგზაურობაზე, არც სხვადასხვა სერვისებზე და მშვიდობიანი ცხოვრების სხვა სიკეთეებზე, თუკი “დიფ სთეითმა” აღასრულა ვერაგული გეგმა საქართველოში კონფლიქტის გაჩაღებაზე