წაგებული კანდიდატის ხუშტურზე ახალი არჩევნები ვერ ჩატარდება – ლევან ბეჟაშვილი “ნაცმოძრაობაზე”

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ “ის კამპანია, რომელსაც ნიკა მელიას შტაბის ცალკეული წევრი აწარმოებს, ერთი მხრივ, სასაცილოა და, მეორე მხრივ, აშკარად კამპანიური ხასიათისაა”. საუბარია საკითხზე, რომლის თანახმადაც, მცირე ჯგუფებად დაყოფილი “ნაციონალური მოძრაობა” რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარის მომავალი არჩევნები 2025 წლის იანვარში იქნება.
“პარტიაში, სამ თვეში, წაგებული კანდიდატის ხუშტურზე ახალი არჩევნები ვერ ჩატარდება. წესდებით განსაზღვრულია, რომ პარტიის თავმჯდომარის მომავალი არჩევნები 2025 წლის იანვარში იქნება,” – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ამჯერად საკრებულოები აუჯანყდნენ. პარტიის წევრები რეგიონებიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს“