მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები, ტელეწამყვანები – ვინ ესწრებოდა „ოცნების“ ღონისძიებას

მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე 3 თვით ადრე საარჩევნო კამპანია დაიწყო და ახალი ცენტრალური ოფისი გახსნა. ღონისძიებას ათობით ადამიანი ესწრებიდა. მათ შორის იყვნენ პარლამენტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან და მინისტრები. გარდა ამისა, ღონისძიებას ესწრებოდნენ: სპორტსმენები, მომღერლები, მსახიობები და ტელეწამყვანები.
რადიო თავსიუფლებამ სტუმრებს შორის შენიშნა:
· რობერტ სტურუა – რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;
· ნანული სარაჯიშვილი – მსახიობი;
· მადონა კოიძე – გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანი;
· მანანა თოდაძე – მომღერალი;
· რამაზ ნოზაძე (მსოფლიო ჩემპიონი) და მისი ცოლი – ხატია სიჭინავა;
· ლაშა ტალახაძე – ოლიმპიური ჩემპიონი;
· ჯგუფი „ქუჩის ბიჭების“ წევრები: ზურა ხაჩიძე (ცოლთან ხათუნა ჟორსთან ერთად), ირაკლი ნოზაძე, პაატა ხაჩიძე;
· სოფო ხალვაში – მომღერალი, ს ვიცე-მერი;
· საოპერო მომღერალი თამარ ივერი და მისი ქმარი – რაულ ცხადაძე;
· მსახიობი დათო ხურცილავა (ჯაპანა);
· „ფორტეს“ წევრები: ზურა მანჯავიძე, ნინო ახობაძე;
· თიკა რუხაძე – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი;
· ზურა ხიზანიშვილი – ვეტერანი ფეხბურთელი;
· ალექსანდრე ჩივაძე – ვეტერანი ფეხბურთელი;
· თენგიზ სულაქველიძე – ვეტერანი ფეხბურთელი;
· ივანე ჩხაიძე – „ერისიონის“ სოლისტი;
· ნანა შონია – მსახიობი;
· ზურაბ ჩხაიძე – მეღვინე, ბიზნესმენი;
· მარიკა კვალიაშვილი – კომპოზიტორი;
· ნატო დუმბაძე – მუსიკალური პროდიუსერი;
· ქეთი დუმბაძე – მწერალთა სახლის დირექტორი;
· გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანები: ნოე სულაბერიძე, ირაკლი მაქაცარია, ნინო ნადირაძე;
· დიზაინერი ზალიკო ბერგერი;
· სალომე ბაკურაძე – მომღერალი;
· თემურ მიქელაძე – პედიატრი.
ღონისძიება 20:30 საათზე დაიწყო და თითქმის ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მიწვეულ სტუმრებსა და ამომრჩეველს მიმართეს: პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა , პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა და ამავდროულად პარტიის გენერალურმა მდივანმა მ, ბოლოს კი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ