CNN: აშშ-ს ტრამპის მკვლელობის ირანულ გეგმასთან დაკავშირებით სადაზვერვო ინფორმაცია ჰქონდა

გამოცემა CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო კვირებში ს მოკვლის ირანული გეგმის შესახებ ადამიანური წყაროსგან სადაზვერვო ინფორმაცია მიიღო. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებაში გამოცემა ციტირებს იმ პირებს, რომლებსაც საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურად მოახსენეს.
ამასთანავე, CNN-ის თქმით, აღნიშნულ გეგმასთან კავშირში არ არის 20 წლის შეიარაღებული თავდამსხმელი, თომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც 13 ივლისს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა.
-ს ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით CNN წერს, რომ აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით საიდუმლო სამსახურსა და ტრამპის კამპანიის გუნდს წინასწარ, 13 ივლისის ყრილობამდე, აცნობეს.
საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა გამოცემასთან განაცხადა, რომ მათმა სააგენტომ ყოფილი პრეზიდენტი ტრამპის უსაფრთხოების შემადგენლობას დამატებითი დაცვითი რესურსები და შესაძლებლობები გამოუყვეს.