ხელისუფლებიდან აგენტურის და მისი ავტორიტარული მმართველობის ჩამოშორება იყო გარდამტეხი გამარჯვება, რომლისთვისაც ბიძინა ივანიშვილს მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო

ხელისუფლებიდან აგენტურის და მისი ავტორიტარული მმართველობის ჩამოშორება იყო გარდამტეხი გამარჯვება, რომლისთვისაც ბიძინა ივანიშვილს მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო
ხელისუფლებიდან აგენტურის და მისი ავტორიტარული მმართველობის ჩამოშორება იყო გარდამტეხი გამარჯვება, რომლისთვისაც ბიძინა ივანიშვილს მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს მოუტანა დემოკრატიული გარდატეხა.
„ქვეყანა გათავისუფლდა უცხოელი აგენტების ავტორიტარული მმართველობისგან, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა. „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა ადამიანების წამება, ქუჩაში ადამიანების დახვრეტა, ბიზნესზე ძალადობა, მედიის მიტაცება და უამრავი სხვა დანაშაული, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმი ჩადიოდა. „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა ომის პარტია, რომლის ავანტიურამ 2008 წელს 400-ზე მეტი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა, 30 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე დევნილობისთვის გაწირა და ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტი დააკარგვინა.
ხელისუფლებიდან აგენტურის და მისი ავტორიტარული მმართველობის ჩამოშორება იყო გარდამტეხი გამარჯვება, რომლისთვისაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ამ ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. 12 წლის მანძილზე, „ქართული ოცნების“ მმართველობამ საქართველოს, დემოკრატიულთან ერთად, ეკონომიკური გარდატეხაც მოუტანა: 28 მილიარდიდან 80 მილიარდამდე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა, – რამდენჯერმე გაიზარდა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის, სპორტის და სხვა სფეროების დაფინანსება, – მილიონ 100 ათასიდან თითქმის 700 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს“, – განაცხადა მ.
Next: ერთადერთი მიზანი ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“ – მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ, საქართველოს გამარჯვებისთვის

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება