ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება – გამოცდების მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თელავის საგამოცდო ცენტრში დააკვირდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს გამოცდების მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი თელავის საგამოცდო ცენტრში დააკვირდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2024 წელს საგამოცდო ცენტრები გახსნილია თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. გამოცდებისათვის სულ 80 000-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული. ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
„ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
მასწავლებლის გამოცდისათვის 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია.
2024 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ტარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს თითოეულ გამოსაცდელს, არ დაიგვიანოს გამოცდაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საგამოცდო პროცესს გამოეთიშება. გამოცდაზე დაშვების პირობაა, რომ მონაწილემ წარმოადგინოს ფოტოსურათიანი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი, რომლის ამობეჭდვაც შესაძლებელია ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე. ყველა აპლიკანტი ვალდებულია გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში ბარათზე მითითებული დეტალების შესაბამისად.
მნიშვნელოვანია, რომ გამოცდაზე არ შეიძლება არც ერთი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა (პლასტმასის ბოთლით) და სურვილის შემთხვევაში, საწერი კალმისა (პარამეტრები: გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით). მობილური ტელეფონისა და ზედმეტი ნივთების ჩაბარება შესაძლებელი იქნება ცენტში შესვლისთანავე, სპეციალურად მოწყობილ ადგილას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომ “ქართულ ოცნებასთან” ვარ გარიგებული, თუ ამდენს ვახერხებ, საზოგადოებას ვაბნევ, უცხოელებს გონებას ვუბნევ, მე ვყოფილვარ, ვინც ვყოფილვარ – მათ სინდისზე იყოს სიმართლეც და ტყუილი, რასაც ტირაჟირებენ

თინა ბოკუჩავა – ჩვენი გაერთიანება არის გამარჯვების მთავარი პლაცდარმი, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს და ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ რელსებზე – „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ალტერნატივა კორუმპირებული, ანტიდასავლური ხელისუფლების