შინ ბეთმა ისრაელის სამი მოქალაქე ირანისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა

ისრაელის დაზვერვის, შინ ბეთის ცნობით, ბოლო ორი კვირის მანძილზე ირანისთვის ჯაშუშობის ბრალდებით ს სამი მოქალაქე დააკავეს. შინ ბეთის ინფორმაციით, დაკავებული სამი პირი ჩართული იყო ოპერაციაში ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ.
ერთ-ერთი დაკავებული, 21 წლის ელაიმელეხ სტერნი ბეით შამეშში ცხოვრობდა და ტელეგრამის აპლიკაციით უკავშირდებოდა პროფილს, სახელად ანა ელენა (ANNA ELENA). აღნიშნული პროფილი სტერნს სხვადასხვა დავალებას აძლევდა, მათ შორის თელ-ავივში სპეციალური სანიშნეების განთავსებას, იერუსალიმსა და თელ-ავივში სხვადასხვა ადგილას ფულის დამალვას და ისრაელელების კარებთან ამანათების მიტანას, სადაც მუქარის წერილი, ცხოველის ან თოჯინას თავი და დანა იყო განთავსებული. ტელეგრამის საშუალებით ელაიმელეხ სტერნისთვის მიცემულ დავალებებში ასევე შედიოდა ტყეში ცეცხლის გაჩენა.
ისრაელის დაზვერვის გამომძიებლების ცნობით, 21 წლის ელაიმელეხ სტერნი ყველა მსგავს დავალებას თანხმდებოდა გარდა მკვლელობისა და ტყეში ცეცხლის გაჩენისა. შინ ბეთის ინფორმაციით, ირანული დაზვერვა ელაიმელეხ სტერნს ფულს კრიპტოვალუტის გამოყენებით უხდიდა.
ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუ კონკრეტულად რა ბრალდებები წარედგინათ დაკავებულ კიდევ ორ პირს.