„საქართველოსთვის“ – მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის კანონიერებით

დღემდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ათეულობით მუქარაზე ჩვენს მიერ სამსახურში 6 ივნისს შეტანილ დასაბუთებულ განცხადებას. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობით, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო უწყებები პირდაპირ ჩაერთნენ ხელისუფლების დანაშაულებრივ გარიგებაში კრიმინალებთან. გარიგება შეეხებოდა არასწორი კვალიფიკაციით გამოძიების ფორმალურად დაწყებას მხოლოდ იმ მუხლებით, რომელთა უმრავლესობას მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა.
„საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად გამართული აქციების მონაწილე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე სახელმწიფო უწყებების უმოქმედობა კრიმინალებთან ხელისუფლების წინასწარი გარიგების დასტურია.
საგამოძიებო უწყებები პირდაპირ ჩაერთნენ ხელისუფლების დანაშაულებრივ გარიგებაში კრიმინალებთან. გარიგება შეეხებოდა არასწორი კვალიფიკაციით გამოძიების ფორმალურად დაწყებას მხოლოდ იმ მუხლებით, რომელთა უმრავლესობას მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა.
სწორედ ამის დასტურია ის, რომ იმის მიუხედავად, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია და ღია წყაროებში ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აშკარად ადასტურებდა, რომ ახალგაზრდების, აქციის სხვა მონაწილეების მიმართ ადგილი ჰქონდა გამოხატული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნას (ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაული) სისტემურ დანაშაულში ხელისუფლების როლის დასაფარად, საგამოძიებო უწყებები გამოძიებას არ იწყებდნენ სწორი კვალიფიკაციით. იმ ფაქტებზე კი, რომელზეც გამოძიება დაიწყო, გამოძიებას ჰქონდა მხოლოდ ფორმალური ხასიათი და მიმდინარეობდა არასწორი კვალიფიკაციით. ასეთ გამოძიებებს არაუფლებამოსილი უწყება – შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებდა.
ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ დანაშაულზე არასათანადო რეაგირება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან და ფორმალური გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში.
კერძოდ: 2024 წლის 07 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ ს ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის და ბათუმის აქციების ერთ-ერთი ლიდერის – მათე ცენტერაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე. განცხადება შეიცავდა დანაშაულის დეტალურ აღწერას, მუქარის რეალურობის კონკრეტულ არგუმენტებს, მუქარის ზარების დროს და ინტენსივობას, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს და განცხადებაში აღწერილი ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს.
მიუხედავად იმისა, რომ კანონით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჰქონდა გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების ვალდებულება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით (დევნა), სამსახურმა განცხადება, დაზარალებულის ყოველგვარი ინფორმირების გარეშე, გადაგზავნა არაუფლებამოსილ უწყებაში – შინაგან საქმეთა სამინისტროში. დაუსაბუთებელი წერილი განცხადების გადაგზავნაზე მხოლოდ მას შემდეგ მივიღეთ, რაც სამსახურს მოვთხოვეთ დასაბუთებული ახსნა-განმარტება განცხადების -ში გადაგზავნაზე.
ანალოგიურად, დღემდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ათეულობით მუქარაზე ჩვენს მიერ სამსახურში 06 ივნისს შეტანილ დასაბუთებულ განცხადებას.
მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის კანონიერებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები ქვემდებარეობით საქმეების სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის და საქმეებისთვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე