8-ბალიანი შტორმი აჭარაში – ბათუმის ბულვარში მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს

ბათუმის ბულვარში, 8-ბალიანი შტორმის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. დასუფთავების პარალელურად, დაწყებულია დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები.
ახალ ბულვარში დაზიანებულია სასეირნო ადგილი – საფეხმავლო ბილიკი ინერტული მასით დაიფარა, დაიტბორა “აკვა პარკი”-ს მიმდებარე ტერიტორია.
შტორმის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ბათუმში დღეს გამოდარებას ელოდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო