პარლამენტში “თავდაცვის კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს კენჭს უყრიან – დოკუმენტის მიხედვით, სტუდენტი, რომელიც დისტანციურად სწავლობს, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვერ გადაავადებს

პარლამენტი, პირველი მოსმენით, სესიაზე კენჭს უყრის “თავდაცვის კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს. სიახლის მიხედვით, სტუდენტი, რომელიც დისტანციურად სწავლობს, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვერ გადაავადებს. ეს ცვლილება ეხებათ იმ ახალგაზრდებსაც, რომლებმაც უცხოეთის უნივერსიტეტში ჩააბარეს, თუმცა განათლებას არა უცხო ქვეყანაში ადგილზე, არამედ დისტანციურად, საქართველოდან იღებენ.
უმრავლესობა კანონის ამ კონკრეტულ ცვლილებას მნიშვნელოვნად აფასებს. სკეპტიკურია ოპოზიცია და მის მხარდაჭერაზე უარს ამბობს.
საკითხს კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი