“სტრატეგიული ჩიხი – დასავლეთი მზადაა, ჩვენი მიწები გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს სტრატეგიული წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს. გასაგები მიზანია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია“ – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი, , დღეს არსებულ ვითარებას ჩიხს უწოდებს. როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, “დასავლეთი უკრაინის მიწების გასაწირად მზადაა”.
არესტოვიჩის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინას წევრად არ იღებს, ასობით ათასი უკრაინელის სიცოცხლის გაწირვა და ქვეყნის ნგრევა აზრს მოკლებულია.
“მე ვიყავი სტამბოლის მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი, თუმცა მეც კი არ ვიცი ბოლომდე, რატომ შევწყვიტეთ მოლაპარაკებები. არადა, სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი სულაც არ იყო ცუდი. ბევრი ამბობდა, რომ ნატოზე უარი არ შეიძლებოდა, თუმცა ვინ თქვა, რომ ნატო წევრად გვიღებს? სამაგიეროდ, 300 000 ადამიანი ცოცხალი იქნებოდა და ნახევარი არ იქნებოდა დანგრეული და დანაღმული“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება