,, რეალურად, ესროლეს მშვიდობას, ოჯახურ ტრადიციებს და ამას ვინ გააკეთებდა?” – მაჭარაშვილი ტრამპზე თავდასხმის შესახებ

„ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა:
ს პრემიერ-მინისტრ ფიცოს მკვლელობის მცდელობის შემდეგ ევროპის საზოგადოების უმრავლესობამ თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმის მიმდინარეობას უარი უთხრა და თან სასტიკად დაამარცხა. როგორც ჩანს, „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები ამაზე ძალიან გაღიზიანდნენ და უკვე რადიკალურ ქმედებებზე გადავიდნენ. სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი აღმოჩნდა. ეს უკვე საბოლოოდ ფარდის ჩამოხსნაა. უცხოური ძალა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც კი მას ეწინააღმდეგება, არენაზე უკვე გამოჩნდა მკვლელობების მცდელობებით.კარგად ვიცით, ტრამპის პოლიტიკა, რომელიც ემხრობა, რომ კაცი კაცად და ქალი ქალად დარჩეს, ასევე ემხრობა მშვიდობას და ამბობს, რომ ხელს შეუწყობს ში მშვიდობის დამყარებას. რეალურად, ესროლეს მშვიდობას, ოჯახურ ტრადიციებს და ამას ვინ გააკეთებდა? რა თქმა უნდა, ის „გლობალური ომის პარტიები“, რომელთაც სურთ, უკრაინაში ომი არ დამთავრდეს, საქართველოში დაიწყოს ომი და ასე შემდეგ“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს