ყაზახური ფინტექ პლატფორმის Kaspi.kz-ის დამფუძნებლის, მიხეილ ლომთაძის ქონებამ Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში $7 მლრდ-ს გადააჭარბა. ის ბოლო 3 თვეში 23 პოზიციით დაწინაურდა და 403 ადგილს იკავებს.
2024 წლის 16 ივლისის მონაცემებით, მიხეილ ლომთაძის ქონება $7.02 მლრდ-ია.
Fintech Leaders-ის ინფორმაციით, Kaspi.kz-ის აქციების მთლიანი საბაზრო ღირებულება 24 მილიარდ დოლარს აჭარბებს. კომპანია Nasdaq-ზე და ყაზახეთის წამყვან ტექნოლოგიურ პლატფორმებზე ვაჭრობს. Kaspi.kz-ს 20 მილიონიან ქვეყანაში 15 მილიონი მომხმარებელი ჰყავს; მათი კლიენტების 2/3 მათ მომსახურებას ყოველდღიურად იყენებს; 2023 წელს კომპანიის შემოსავალი 4,2 მილიარდი აშშ დოლარი იყო, წმინდა მოგება მარჟით 45% და წელიწადში 50%-ით იზრდება
ამავე რეიტინგში მეორე ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 372-ე ადგილზეა და მისი ქონება $7.4 მლრდ-დია.
