ჩემი საპროგნოზო ინფლაციის მოლოდინი 4%-საც აღემატება – ეკონომისტი

„ჩემი საპროგნოზო ინფლაციის მოლოდინი 4%-საც აღემატება, რადგან საარჩევნოდ განვითარებადი ქვეყნები ბევრ ფულს ხარჯავენ“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ეკონომისტმა გიგა თვაურმა განაცხადა.
მისი თქმით, Galt & Taggart-ის პროგნოზით, ინფალციის მოლოდინი 3.5%-ია, რაც 0.5%-ით აცილებულია ეროვნული ბანკის პროგნოზთან. ეკონომისტი ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებლი კიდევ გაიზრდება. ვინაიდან არ ვიცით, მთავრობა საარჩევნოდ რამდენ ფულს დახარჯავს.
რაც შეეხება ლარის კურსს, გიგა თვაურის თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით შესაშფოთებელი არაფერი ხდება, იმიტომ რომ ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისზე მეტი რეზერვი, რომ ეს კურსი დაიჭიროს.
„უნდა დაველოდოთ არჩევნებს. ისეთი ფაქტორია, რომ ნებისმიერი ანალიზი შეიძლება იყოს ძალიან აცდენილი რეალობასთან. ვინაიდან მის შედეგებზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. დიდ ცვლილებას რა უნდა ველოდოთ. იმიტომ, რომ ვხედავთ, ეროვნული ბანკი არ უფრთხის ინტერვენციებს. აქვს საკმარიის რესურსი იმისთვის, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში დიდი ცვლილება არ განიცადოს ლარმა“, – განაცხადა გიგა თვაურმა.