ლატვიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ავტომანქანებს ბელარუსის სანომრე ნიშნებით

ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახური იტყობინება, რომ 16 ივლისიდან მსუბუქ ავტომანქანებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან ბელარუსში, ეკრძალებათ ევროკავშირის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა იმ გამშვები პუნქტების გავლით, რომლებიც განთავსებულია ლატვიის საზღვრებზე ბელარუსთან და რუსეთთან.
მიღებული ზომა უკავშირდება ევროკავშირის კანონს, რათა არ მოხდეს ში შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ სთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა.
უკრაინის მიმართ მოსკოვის აგრესიის გამო, წელს ლატვიამ და ევროკავშირის კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანამ თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს რუსეთში რეგისტრირებულ ავტომანქანებს.

ასევე დაგაინტერესებთ