რუსეთია ის, ვინც დაძაბულობის გამწვავებას ცდილობს – პენტაგონის პრესმდივნის ინტერვიუ

ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში პენტაგონის პრესმდივანი, გენერალ-მაიორ პატრიკ რაიდერი ქართული ოცნების ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ამბობს, რომ დაძაბულობის გამწვავებას არა , არამედ ცდილობს.
რაიდერმა ასევე დაამატა, რომ სამხედრო წვრთნების, ღირსეული პარტნიორის განუსაზღვრელი ვადით გადადების გადაწყვეტილება ხელისუფლების შემაშფოთებელი რიტორიკისა და “ომში ჩათრევისა” და “სახელმწიფო გადატრიალების” მცდელობების შესახებ ბრალდებების გამო მიიღეს.
“სამწუხაროდ, მიღებულია გადაწყვეტილება ამ წვრთნების გადადების შესახებ, მისი გაუქმების შესახებ იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენ ვიხილეთ ძალიან შემაშფოთებელი რიტორიკა, რომელიც გულისხმობს ყალბ განცხადებებს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები გამიზნულად ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას, რაც აბსოლუტურად მცდარია. რუსეთია ის, ვინც ცდილობს ში ამ კონფლიქტში დაძაბულობის გამწვავებას”. – თქვა რაიდერმა.
რაიდერის თქმით, ხელისუფლების რიტორიკის მიუხედავად აშშ საქართველოსთან ხანგრძლივ ორმხრივ ურთიერთობას აფასებს და ორმხრივი ჩართულობის შესაძლებლობების ძიებას გააგრძელებს.
“კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზების ძიებას, თუ რა ორმხრივი ჩართულობა შეიძლება გვქონდეს საქართველოსთან. ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას. ისინი [საქართველო] მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში და განვაგრძობთ ამაზე ფოკუსირებას”. – თქვა რაიდერმა.
გენერალ-მაიორის თქმით, ამერიკა პარტნიორების მხარდაჭერას გააგრძელებს, რათა რუსეთის ჰიბრიდულ აგრესიასთან გამკლავება უკეთ შეეძლოთ.
“ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს რუსეთი ბევრ ადგილას ჰიბრიდული ომის [მეთოდებით] – ომის ზღვრამდე არმისული კონფლიქტით. ჩვენ ეს ვიცით. გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან რეგიონში, რომ ამ საფრთხეებს გავუმკლავდეთ. საბოლოოდ, ჩვენ გვინდა უსაფრთხო, სტაბილური, თავისუფალი ევროპა. და როგორც თქვენ ნატოს სამიტზეც ნახეთ, მოკავშირეები ერთიანდებიან ჩვენი კოლექტიური თავდაცვისთვის, რუსეთის საფრთხის და მომავალი აგრესიის შეკავების გზების საპოვნელად”. – თქვა რაიდერმა.
აქამდე, 5 ივლისს გახდა ცნობილი, რომ აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვისა და ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების გამო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო.
“გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებს შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლელი სუბიექტების მიმართ, თითქოს საქართველოს აიძულებდნენ გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთთან, რათა შემცირებულიყო ზეწოლა უკრაინის მიმართ და თითქოს, [რედ. დასავლეთი] მონაწილეობდა მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში. შესაბამისად, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეუფერებელი დროა საქართველოში ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად” – წერია პენტაგონის განცხადებაში.
ამასთან, რუსული კანონის მიღების შემდეგ, აშშ-მ 6 ივნისს სავიზო სანქციები დაუწესა რეჟიმის 20-30 წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს.