გვარამიამ და მელიამ პაატა ბურჭულაძის დაფუძნებული პარტია გადაიფორმეს

ნიკა გვარამიასა და ს პარტია საჯარო რეესტრში „ახალი ერთობა გვარამია მელიას“ სახელით იქნება რეგისტრირებული. „ახალი“ პოლიტიკურ პარტიად არ დარეგისტრირებულა – რეესტრმა, 16 ივლისის გადაწყვეტილებით, სახელი გადაარქვა პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“.
რეესტრში პარტია „ახლის“ თანათავმჯდომარეები ნიკა მელია და იქნებიან.
მომავალი, 2024 წლის საპარლამენტო სთვის, „სახელმწიფო ხალხისთვის“ კვალიფიციური სუბიექტი იყო. ეს სტატუსი პარტიას ენიჭება წინა არჩევნებში მიღებული შედეგების მიხედვით და მას აძლევს შესაძლებლობას, ტელეეთერით უფასო სარეკლამო დროით ისარგებლოს. გარდა ამისა, პარტიას წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე აქვს საარჩევნო ნომერი (4).
„პარტია არის მემარჯვენე ცენტრისტული გაერთიანება, რომლის მიზანია მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში მონაწილეობა თავისუფალი საზოგადოების მეშვეობით“, – წერია პარტია „ახალი ერთობა გვარამია მელიას“ წესდებაში.
პარტიის მიზნებია:
· ქვეყანაში პოლიტიკური მრავალფეროვნებისა და მუდმივი განახლების მხარდაჭერა;
· საქართველოში დემოკრატიული და ქმედითი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება;
· სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მშვიდობიანი თანამშრომლობის ხელშეწყობა;
· თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერა;
· პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა.
თანათავმჯდომარეები ნიკა გვარამია და ნიკა მელია პაატა ბურჭულაძის დაფუძნებული პარტიის გადაფორმებას 7 ივნისის შემდეგ ცდილობდნენ. თუმცა საჯარო რეესტრმა პროცესი შეაჩერა, რადგან მიიჩნია, რომ წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს.
„სახელმწიფო ხალხისთვის“ ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დააფუძნა. მოგვიანებით პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობა პარლამენტის მოქმედმა წევრმა ნიკა მაჭუტაძემ დაიკავა.
რაც შეეხება „ახალს“, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ და „მთავარი არხის“ ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დააფუძნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსამართლეების – თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაციები – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას – მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს