რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა რუსეთის ოლქებში ღამის განმავლობაში 13 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 9 დრონი, როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
„წუხელ, როდესაც კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა სცადა, საჰაერო თავდაცვამ როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი – ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდეს, ერთი – კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი – ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი – შავი ზღვის თავზე, ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.