ისრაელმა ღაზაში 40-ზე მეტ ობიექტს დაარტყა

ისრაელმა ღაზაში 40-ზე მეტ ობიექტს დაარტყა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, სახმელეთო ძალების მხარდაჭერის ოპერაციისას, ისრაელმა ღაზის სექტორში მდებარე 40-ზე მეტ ობიექტს მოიერიშე თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით შეუტია.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო იერიშები სნაიპერების პოზიციებზე, სადამკვირვებლო პუნქტებსა და ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.
ასევე, ისრაელის სამხედროები ოპერაციას ღაზის ცენტრალურ ნაწილსა და რაფაჰში აგრძელებენ, სადაც მათ რამდენიმე გვირაბი აღმოაჩინეს და „ჰამასის“ მებრძოლები გაანეიტრალეს.

ასევე დაგაინტერესებთ