მეხუთე თაობის „სანტა ფე“ – მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის

„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ უკვე სრულიად ახალი, მეხუთე თაობის, „სანტა ფეს“ ნახვა შეგიძლიათ. ახალი SANTA FE იდეალურია როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ სამართავად.
„ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შოურუმში სანტა ფე HTRAC-ის სრული ამძრაობის (4X4) შემდეგი ვერსიებით არის ხელმისაწვდომი:
· ბენზინის 2, 5 ლიტრიანი ძრავით – როგორც ტურბინით, ისე ტურბინის გარეშე
· ჰიბრიდული ვერსიით, 1.6 ტურბო ძრავით
როგორც ჰიუნდაის სხვა ავტომობილებზე, „სანტა ფეზეც“ მოქმედებს 5-წლიანი ქარხნული გარანტია ულიმიტო გარბენით, ხოლო ჰიბრიდული სისტემის ელემენტებზე გარანტია 7 წელი ან 150 000 კმ-ია.
SANTA FE | დიზაინი
ახალი „სანტა ფეს“ დიზაინი წინა მოდელთან შედარებით რადიკალურად შეიცვალა, რაც მოდელის გაზრდილი თვლების ბაზით და საკმაოდ დიდი საბარგულითაა განპირობებული. დიზაინის მნიშვნელოვანი ნაწილია ავტომობილის წინა მხარე, რომელიც მაღალი კაპოტით, ცხაურის ქრომირებული ზედაპირით, H ფორმის ლედ მაშუქებით გამოირჩევა. H ფორმის მაშუქები ჰიუნდაის ბრენდს უსვამს ხაზს და ავტომობილის უკანა ნაწილშიც გვხდება.
გვერდითა ნაწილში შესამჩნევია ავტომობილის ბორბლის თაღები და ალუმინის დისკები. დიზაინის მნიშვნელოვანი დეტალია ფარული დამხმარე სახელურიც, რომლის დახმარებითაც მარტივად ახვალთ ავტომობილის სახურავზე.
ინტერიერი | მეტი სივრცე
ავტომობილში საკმარისი სივრცეა როგორც ოჯახისა და მეგობრებისათვის, ისე იმ ნივთებისათვისაც, რომლებიც მგზავრობისას დაგჭირდებათ. მაღალტექნოლოგიური ელემენტები კი საშუალებას მოგცემთ, დატკბეთ ცხოვრებით ყველგან, სადაც არ უნდა გაემგზავროთ.
Santa Fe -ში 5, 6 ან 7 ადამიანი თავსდება. ავტომობილი აღჭურვილია ისეთი ინოვაციებით, როგორებიცაა: ორმაგი უსადენო დამტენი ზედაპირი და მსოფლიოში პირველი, ცენტრალურ კონსოლში არსებული ორმხრივი შესანახი სივრცე, რომლით სარგებლობაც შეუძლიათ როგორც წინა, ისე უკანა სავარძლების მგზავრებს.
გაზრდილი საბარგულის წყალობით, ავტომობილში საჭირო ნივთების ჩალაგებაც გაცილებით მარტივია. მე-2 და მე-3 რიგის სავარძლების დაკეცვით კი საბარგულის გარდაქმნა ბუნებაში ღამის გასათევ სივრცედაც შეგიძლიათ.
Santa Fe-ს ინტერიერში დაგხვდებათ:
· 3-დიუმიანი საინფორმაციო დაფა
· 3-დიუმიანი სენსორული მონიტორი
· 12-დიუმიანი პროექციული ჩვენება საქარე მინაზე
· თითის ანაბეჭდით მძღოლის პროფილის არჩევა
· ორმაგი უსადენო დამტენი
· უსადენო Apple CarPlay™და Android Auto™
· BOSE-ს აუდიო სისტემა
· კლიმატკონტროლის სენსორული დისპლეი
· ციფრული ცენტრალური სარკე
· ელ.რეგულირებადი ტელესკოპური საჭე
· სათავსო – სტერილიზაციის ფუნქციით
· ნავიგაცია – ინტეგრირებული საქართველოს რუქით
Santa Fe აღჭურვილია ავტომობილის მართვის და უსაფრთხოების უახლესი ფუნქციებით, რაც მართვისას კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას შეგძენთ.
ავტომობილში 10-მდე გაიზარდა უსაფრთხოების ბალიშების რაოდენობა. ამასთან ერთად Hyundai-ს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა SmartSense-ის ფუქნციები მაქსიმალურად უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო მგზავრობას.
SmartSense-ის რამდენიმე ფუნქცია:
· ავტომობილიდან უსაფრთხოდ გადმოსვლის სისტემა
· წრიული ან 3600 ხედვის კამერა
· უხილავი ზონის ხედვის კამერა
· დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა
· ადაპტირებული კრუიზკონტროლი
· ზოლში მიყოლის და შენარჩუნების დამხმარე სისტემა
· უკუსვლით პარკირებისას შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა
· წინ მიმავალ ავტომობილთან შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა
· გზაჯვარედინზე ავტომობილთან შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა
Santa Fe-ს შეძენა ან დაჯავშნა „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შოურუმში შეგიძლიათ, როგორც ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე საბანკო და სალიზინგო პროდუქტების გამოყენებით.
დეტალური ინფორმაციისთვის და ტესტ-დრაივზე ჩასაწერად ეწვიეთ ბმულს.
„ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ სათაო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის #204-ში მდებარეობს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსამართლეების – თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაციები – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას – მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს