სუნიტი მუსლიმები აშურას აღნიშნავენ

დღეს, მთვარის კალენდრით პირველი თვის, მუჰარამის მეათე დღეს სუნიტი მუსლიმები აშურას აღნიშნავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აშურას სუნიტი მუსლიმები სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირებენ, განსაკუთრებით იხსენებენ წარღვნის შემდეგ, წინასწარმეტყველ ნუჰის (ნოე) ხმელეთზე გადმოსვლას.
რელიგიის სააგენტოს განმარტებით, ითვლება, რომ ამ დღეს სამადლო საქმეების კეთება განსაკუთრებით სასურველია. სავალდებულო არ არის, მაგრამ დიდ მადლად ითვლება ამ დღეს მარხვის დაცვა.

ასევე დაგაინტერესებთ

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსამართლეების – თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაციები – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას – მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს