ეზოს დეკორაციების მწარმოებელმა კომპანია “ავლინიმ” ახალი დანადგარის შესაძენად $15 000-ს ინვესტიცია განახორციელა

ქარელში მდებარე ეზოს დეკორაციების მწარმოებელმა საოჯახო ბიზნესმა “ავლინი” ახალი დანადგარის შესაძენად, 15 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა, – ამის შესახებ BM.GE-სთან, კომპანიის თანადამფუძნებელმა, თეონა სულაშვილმა ისაუბრა.
ეზოს დეკორაციების მწარმოებელი საოჯახო ბიზნესის თანადამფუძნებელი, თეონა სულაშვილი BM.GE-სთან მიმდინარე წლის პროექტებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ წელს, მათ წარმოებას ახალი დანადგარი დაემატება, რომელიც რეგიონში ერთადერთი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესი 2018 წელს დაფუძნდა და მომხმარებლებს ეზოს სხვადასხვა ტიპის აქსესუარს, კერძოდ ნაგვის ურნებს, სკამებსა თუ სხვა ატრიბუტებს სთავაზობს. კომპანიამ ბაზარზე ოპერირება ძაღლის სახლების წარმოებით დაიწყო. დაინტერესების მაღალმა მაჩვენებელმა კი, ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაც განაპირობა.

ასევე დაგაინტერესებთ

„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე