კახეთში, ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა

კახეთში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა საგარეჯოში, სოფელ თულარში, გვიან ღამით მოხდა. მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
“ახალგაზრდა ქალი, 35 წლის, შემოყვანილი იქნა კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ. სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები, ყველაზე დიდი ზომის, მარჯვენა ბარძაყის მიდამოში, ღია მოტეხილობასთან ერთად. პაციენტი, შესაბამისი მომზადების შემდეგ, გადაყვანილი იქნება საოპერაციო ბლოკში. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი დასრულდეს კარგად,“ – ამბობს ექიმი, პავლე პეტრიაშვილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილმა მრავლობითი ჭრილობები ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა, შემდეგ კი, მის მეუღლეს რამდენჯერმე ესროლა – 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
რა გახდა დანაშაული ჩადენის მიზეზი – ამ თემაზე სოფელში ვერ საუბრობენ. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს