რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე ქარხანას ხანძარი გაუჩნდა დრონებით დარტყმის შედეგად

უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო ს კურსკის ოლქზე. პირველი ცნობები ღამის პირველი საათის შემდეგ რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა.
ინტერნეტ-გამოცემა Baza-ს თანახმად, დრონებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია დაბა კორენევოში მდებარე დაბალვოლტიანი აპარატურის ქარხანაში. მუშების ევაკუაცია მეხანძრეების მისვლამდე მოხდა. Baza წერს, რომ ეს ქარხანა პროდუქციას აწარმოებს ენერგეტიკისა და სხვა დარგებისთვის.
კორენევოს ქარხანაზე დრონებით შეტევა დაადასტურა კურსკის ოლქის გუბერატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა. მის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ ტექნოლოგიურ საამქროში. სმირნოვის თანახმად, არავინ დაშავებულა.
კურსკის ოლქი, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება, რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის ძალები დრონებით ყველაზე ხშირად უტევენ. ს, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
კიევს კორენევოს ქარხანაზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – თუ არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს

ირაკლი ნადირაძე – მერიის უსაფრთხოების სამსახური დღეს საღამოს ვაკის პარკში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების – „ორი კვირა გამარჯვებამდე“ ჩატარებას ხელს უშლის